თბილისი. ახალგაზრდა ეკონომისტებმა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შესახებ პუბლიკაცია გამოაქვეყნეს. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იქმნება „მეწარმეობის განვითარების სააგენტო".
„მსგავსი პროფილის სააგენტოები უკვე წლებია არსებობს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში რომლებმაც განვითარების იგივი გზა გაიარეს რასაც ჩვენ დღეს გავდივართ. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია მიესალმება მის ფორმირებას და იმედს გამოთქვამს რომ აღნიშნული სააგენტო მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაში. მეწარმოების განვითარების სააგენტოსთვის ვფიქრობთ მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება", აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ორგანიზაცია ესტონის მეწარმეობის სააგენტოს პროექტებსა და ფუნქციებს მიმოიხილავს პუბლიკაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში