en
ge

„შეინახე ისტორია“....

თბილისი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს (HBS) საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საბჭოთა წარსულის გააზრებას. ქვეყნის ტოტალიტარულ წარსულზე მსჯელობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისა და ლიბერალური ღირებულებების მხარდაჭერისათვის. სწორედ ამიტომ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ყურადღებას უთმობს უახლესი ისტორიის მიმართულებით კვლევების და შესაბამისი ცოდნა-უნარების მხარდაჭერას.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, საერთაშორისო საზოგადოება მემორიალთან თანამშრომლობით, ახალგაზრდა ისტორიკოსებს, სოციოლოგებს, ჟურნალისტებს, ფსიქოლოგებს და პოლიტოლოგებს, ასევე, უახლესი ისტორიის კვლევის სფეროში მოღვაწე ან მსგავსი საქმიანობით დაინტერესებულ სამოქალაქო აქტივისტებს სთავაზობს სამ ეტაპიან სასემინარო ციკლს. სასწავლო კურსის მიზანია ზეპირი ისტორიების კვლევითი მეთოდიკის დაუფლება. სწავლების შედეგად მონაწილეებმა დამოუკიდებლად უნდა შეძლონ კვლევითი პროექტების ინიცირება და განხორციელება, რომლებიც ქვეყნის მეოცე საუკუნის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სხვადასხვა საზოგადოებრივი და ასაკობრივი ჯგუფების მეხსიერების ფიქსაციის და შენარჩუნების საშუალებას მოგვცემენ.
სრულად
წყარო: ge.boell.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)