შიდა ქართლი. 18 თებერვალს, ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის" ორგანიზებით, გორში გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია ფიზიკასა და მათემატიკაში. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გორის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის საჯარო სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის კლუბების წევრი მოსწავლეები.
წარმოდგენილი თემების შესაფასებლად წინასწარ მოხდა მათი რეცენზირება ავტორიტეტული ექსპერტების - გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ.
კონფერენციის ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცა მონაწილის სერთიფიკატი, ხოლო გამარჯვებულ მოსწავლეებს - წამახალისებელი საჩუქრები.