კახეთი. 19 თებერვალს, თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. აშშ-ის საელჩომ, დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს. დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ელჩის მოადგილისა და განყოფილების ხელმძღვანელის თავჯდომარეობით.
კომისიის მიერ საპროექტო წინადადების განხილვის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი მიიღებს დაფინანსების საბოლოო გადაწყვეტილებას.