თბილისი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის პრაქტიკასა და დისციპლინური წარმოების საკითხებზე დისკუსიის მიზნით გასვლითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს პროფესიული საქმიანობის ძირითადი პრინციპები, დამოუკიდებლობის, ნდობის, კონფიდეციალობის, კოლეგიალობის პრინციპი და საადვოკატო საქმიანობის რეკლამირება. კლიენტის ინტერესების უპირატესობა, ინტერესთა კონფლიქტის საკითხები. ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობის დაწყება, დასრულება, თანმდევი ვალდებულებები. კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის ვალდებულება, კლიენტის ფონდები. ადვოკატის ურთიერთობა სასამართლოსთან. საპროცესო საკითხები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო JILEP-ის და EUCJR-ის პროექტების მხარდაჭერით.
წყარო: ასოციაციისგვერდი სოციალურ ქსელში