18 სექტემბერს, 14 საათზე, კახეთში, სოფელ ხორნაბუჯში, ევროკავშირი აღნიშნავს „პარკების მსოფლიო დღეს".
ღონისძიების ფარგლებში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ეზოში დაგეგმილია 50 ძირი კატალპას ჯიშის ხის ნერგის დარგვა ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით.
ღონისძიების ორგანიზებას უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN.
„პარკების მსოფლიო დღის" შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.worldparksday.com, ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის თაობაზე:
http://europa.eu/pol/env