en
ge

მიმართვა საჯარო მოხელეებს

თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართვას ავრცელებს, სადაც ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს გაზეთ „გურია ნიუსის" ჟურნალისტის მიმართ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო.
„აღნიშნულის შესახებ... სპეციალური განცხადება გაავრცელა გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ, რომელშიც... ბოდიში მოიხადა გამოცემისა და საზოგადოების წინაშე. ბოდიშის მოხდის ფაქტი, მორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია. თუმცა, საჯარო მოხელეს არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული, ანუ კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან... აქედან გამომდინარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ, საჯარო მოხელისგან მსგავსი ქმედება, უნდა აღიქმებოდეს კანონის დარღვევად "საჯარო სამსახურის შესახებ” და საჭიროებს ჯეროვან რეაგირებას, ზემდგომი ინსტანციების მხრიდან, რაც მასზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებაში უნდა გამოიხატოს", ნათქვამია მიმართვაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს საჯარო მოხელეებს ჟურნალისტებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით, რათა მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.
სრულად
წყარო: qartia.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)