თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია საქართველოს მთავრობის მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ" 20 თებერვალს დამტკიცებულ დადგენილებას ეხმაურება.
ორგანიზაცია მიესალმება სიახლეებს, რომელსაც პროგრამა ითვალისწინებს და მიიჩნევს, რომ „ცვილებები ხელს შეუწყობს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ეფექტიანობის გაზრდას... წლების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად ამ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდაზე მუშაობს. პროგრამის განხორციელებაში არსებობს მრავალი პრობლემა". ორგანიზაცია მიმართვაში პრობლემებზე დეტალურად საუბრობს და მზადყოფნას გამოთქვამს „პროგრამის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს სამინისტროსთან და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაცისთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს პროგრამის ეფეტიანობის გაზრდა".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში