თბილისი. 22 თებერვალს 18:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება იუსტინა მიელნიკიევიჩის ნამუშევრების გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია. წიგნში სახელწოდებით „ქალი მაიმუნით – მოკლე ჩანაწერებით და ფოტოსურათებით წარმოდგენილი კავკასიაში", ავტორის კავკასიაში გატარებულ ცხოვრებას ასახავს. რეგიონში მოგზაურობის დროს იგი შეესწრო ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას, მათ შორის ვარდების რევოლუციას, ასევე აგვისტოს ომს და თავისი კვლევის შთაბეჭდილებები გადმოსცა ამ წიგნსა და გამოფენაში.
„ეს არ არის მოკლე რეზიუმე კავკასიაზე, არამედ, ჩემი კვლევების კრებული არაჩვეულებრივ ადგილზე. მაგრამ, როგორ გულდასმითაც არ მინდოდა მისი შესწავლა, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ შეკითხვა მეტი დამრჩა, ვიდრე პასუხი... „ქალი მაიმუნით" მინდა მივუძღვნა ადგილს, რომელიც არა მარტო ჩემი მეორე სამშობლო გახდა, არამედ, რომლიც შესაცნობად, არაფერს დავიშურებ" - ამბობს ფოტოგრაფი. გამოფენას წარმოადგენენ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო", ლიტერატურის მუზეუმი და თბილისის ფოტო ფესტივალი.
წყარო: osgf.ge