იმერეთი. დემოკრატიული ინიციატივის ორგანიზებით
სამტრედიის და ზესტაფონის საჯარო სკოლაშებში დისკრიმინაციის აკრძალვისა და
ტოლენატობის საკითხებზე დისკუსიები გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ ორგანიზაციის იურისტი გიორგი მშვენიერაძე და ფილოსოფოსი
ლევან ღამბაშიძე.შეხვედრების მიზანი იყო
საქართველოს რეგიონებში დისკუსიების
გამართვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაციის აკრძალვა, ტოლერანტობა,
სეკულარიზმი, როგორც სახელმწიფოს მართვის განხორციელების პრინციპი. დისკუსიაზე
ისაუბრეს ტოლერანტობის კუთხით რეგიონში და ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებაზე, უმცირესობების უფლებებზე და მათი დაცვის
მექანიზმებზე.შეხვედრებს ესწრებოდნენ
სამტრედიისა და ზესტაფონის სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების ლიდერები და
მენტორ-მასწავლებლები, დამამთავრებელი
კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და რიგითი
მოქალაქეები.
წყარო:gdi.ge