სამეგრელო. 14 სექტემბერს „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტნიორი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ზუგდიდში შეუერთდნენ დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთავოთ საქართველო".
აქციაში სულ მონაწილეობა მიიღო პარტნიორი სკოლის 60-ზე მეტმა მოსწავლემ. აქტივობის ფარგლებში დასუფთავდა ასოციაცია „ათინათის" მიმდებარე ტერიტორია. ღონისძიებაში ჩაერთვნენ ფოთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რუხის საჯარო სკოლისა და აბაშის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები, რომლებმაც დაასუფთავეს თავიანთი სკოლების მიმდებარე ტერიტორიები.
წყარო: civics.ge