თბილისი. საზოგადოება „მემორიალის" და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, საბჭოური პერიოდის პოლიტპატიმარ ქალთა შესახებ გამოფენა მიმდინარეობს. წარმოდგენილია რეპრესიის მსხვერპლთა სიები, ფოტოები, სატუსაღოებში პოლიტპატიმარი ქალების მიერ შესრულებული ნაკეთობები, მათი წერილები.
რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლები და მოქალაქეები პატივს მიაგებენ რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას და ყვავილებით ამკობენ მათ სურათებს.
გამოფენა 11:00 საათზე გაიხსნა და 16:00 საათამდე გაგრძელდება.
წყარო:IDFI-ს გვერდი სოციალურ ქსელში