კახეთი. 23 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების „მწვანე აკადემიის", „სამოქალაქო ინიციატივის" ორგანიზებით ვასო გოძიაშვილის სახლ–მუზეუმში გაიმართა შეხვედრა – „ერთი დღე ეთნომუსიკის თეატრში".
შეხვედრაზე ეთნომუსიკის თეატრის შესახებ ისაუბრეს „მთიების", სტუდია „ამერ–იმერის" წარმომადგენლებმა. ასევე აჩვენეს რეჟისორ დიმიტრი გუგუნავას ფილმი „მთიები". შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები და სფეროთი დაინტერესებული საზოგადოება.
წყარო: ორგანიზაცია „მწვანე აკადემიის" ვებგვერდი სოციალურ ქსელში