en
ge

დასრულდა კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“

თბილისი. 14-15-16 სეტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარდა დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობას ღებულობს 130-მდე ქვეყანა. 2012 წელს მსოფლიო კამპანიის დევიზია იყო: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა
საქართველომ ამ აქციაში უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. კამპანია ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვას" ორგანიზებით, რომლებიც აქტიობებს ახორციელებენ პროექტის - ,,დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში.
14-15-16 სექტემბერს, კამპანიის ფარგლებში, დასუფთავდა მტკვრის მარჯვენა სანაპირო ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, დიღმის მასივში მდ. დიღმულას მონაკვეთი, ბავშვთა ქალაქ მზიურის მიმდებარედ მდ. ვერეს ხეობა, დიღმის ტყე-პარკი, ვაკის პარკი, თბილისის ზღვისა და ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიები.
დასუფთავების აქციები ჩატარდა ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, პროექტის ადგილობრივი კოორდინატორების ორგანიზებით.
მთელი საქართველოს მასშტაბით, აღნიშნულ კამპანიაში, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და საკრებულოების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა, მოსახლეობამ, სხვადასხვა საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, უცხოელმა მოხალისეებმა, ესტონეთის საელჩომ, სასტუმრო "Sheraton Metechi Palace”, კომპანია „სან იოგა თბილისის" წარმომადგენლობამ.
პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.
წყარო: cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023