en
ge

როგორია მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურა

კახეთი. კახეთის რეგიონის განითარების სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ,,სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრმა", 18 სექტემბერს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურა რეგიონში. ექსპერტის, კახა სუხიტაშვილის განცხადებით შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის გამგეობების ინფრასტუქტურისსა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები.
,,შეხვედრის მიზანი იყო, მიგვეღო ამომწურავი ინფორმაცია გარემოსდაცვითი ინფრასტურის, ასევე მისი მდგომარეობის შესახებ, თუ რა გაკეთდა, რა არის დაგეგმილი და რა გასაკეთებელი. მიღებული ინფორმაციის შედეგად შევძლებთ არსებული სიტუაციის ანალზს და რეკომენდაციების გაწერას, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მიმდინარე სიტუაციას და იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონშია ამ მიმართულებით", აცხადებს კახა სუხიტაშვილი.

 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)