en
ge

ზაზა ხატიაშვილის მიმართვა სამოქალაქო საზოგადოებას

თბილისი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს. „ბოლო სამი დღის განმავლობაში, სოციალური ქსელების მეშვეობით, ძალიან ბევრი მოქალაქე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დისკრედიტაციის მიზნით ბინძურ კამპანიას ეწეოდა. პირველ დღეებში თითქოს გამოუვიდათ, მაგრამ დღეს ნათელია, თუ ვინ იდგა ამ ბინძური კამპანიის უკან. ...მინდა ვთხოვო სამოქალაქო საზოგადოებას, გაიხსენოს ჩემი წარსული საქმიანობა, გაიხსენოს ჩემი ბრძოლა უკანონოდ დაკავებული თითოეული მოქალაქისთვის, უკანონოდ დაკავებული ადვოკატის უფლებების გამო და ისე გამკიცხოს. როდესაც მე ვიცავ ადვოკატის უფლებებს, მე ვიცავ სამოქალაქო საზოგადოებას. ვინაიდან ადვოკატს თუ ეშინია თავისი კლიენტის შეუპოვრად დაცვის გამო და ფიქრობს, რომ დაიჭერენ (როგორც ეს მოხდა გოგა ონიანის შემთხვევაში ) მაშინ ვერც ერთი მოქალაქე ვერ იქნება დაცული", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023