აჭარა. 18 სექტემბერს, ხანდაზმულთა ასოციაციის ოფისში, ,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა " და ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა" საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დაფინანსებული პროექტის –„ამომრჩეველთა განათლება აჭარის რეგიონში" – ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის მიზანი 2012 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროცესის შესახებ ამომრჩეველის ინფორმირება იყო და საზოგადოებაში საარჩევნო კულტურის ამაღლებას ემსახურებოდა. შეხვედრამ, რომელსაც ასოციაციის ბენეფიციარები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქმიან გარემოში ჩაიარა და მსმენელის დიდი ინტერესი გამოიწვია. დარიგდა საარჩევნო თემაქტკტს საინფორმაცო მასალა.
წყარო: awa.org.ge