კახეთი. 8 მარტს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „კახეთის სამოქალაქო ლიგის" ორგანიზებით, „საბავშვო ბაღების მართვისა და სერვისის მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანია: მმართველობითი სისტემის გაუმჯობესების გზით ეფექტური სკოლამდელი აღზრდის პროცესის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სიღრმისეული კვლევა ჩატარდება. თელავსა და თელავის სოფლებში სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელოვნების შესახებ საჯარო განხილვები და დებატები მოეწყობა, რომელშიც სკოლამდელი აღზრდის მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, მშობლები და ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან.
ორგანიზატორთა განცხადებით „აღნიშნულ პროექტს 2014 წლის 3 თებერვლიდან „კახეთის სამოქალაქო ლიგა" „რეგიონის განვითარების ცენტრთან" ერთად აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" პროგრამის (G-PAC) ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში ახორცილებს.