en
ge

კვლევა – „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა თარგმნა დოქტორ თომას ჰარტის კვლევა – „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა".
კვლევა ეხება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას და გამოქვეყნების გზებს. იგი მოიცავს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ფორმულირებების, ინსტიტუციონალური დიზაინისა და გავრცელების სქემების ანალიზს.
ნაშრომში არსებულ საუკეთსო საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით განხილულია საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გამოქვეყნების უპირატესობები და პროაქტიული ინფორმაციის გავრცელების სტრატეგია პრაქტიკაში.
ავტორი საუბრობს ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, მოქალაქეთა კვალიფიციური თანამონაწილეობის და ინფორმაციის პოტენციურ მიმღებებთან დიალოგის მნიშვნელობაზე, ასაბუთებს, თუ რა სიკეთეების მომტანი შეიძლება იყოს ინფორმაციის ორმხრივი ხელმისაწვდომობა თანაბრად მთავრობებისა და მოქალაქეებისათვის.
კვლევა
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)