თბილისი. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ორგანიზებით, 19 სექტემბერს, გაიმართა ბიზნეს ფორუმი „საგადასახადო დავის გადაწყვეტილების ალტერნატიული გზები". მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, ფორუმზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოადგინა პრეზენტაცია შემოსავლების სამსახურში საგადასახადო დავებზე, რასაც დისკუსია მოჰყვა.
შეხვედრაზე ასევე წარმოადგინეს საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური ინსტიტუტების კვლევა, რომელიც ეხება საქართველოში საგადასახადო დავების გადაჭრის ალტერნატიული გზების დანერგვას. კვლევა მიმოიხილავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას, საერთაშორისო პრაქტიკას და ასევე მოიცავს რეკომენდაციებსაც.
ფორუმს ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს დასაქმების მინისტრი, პაატა ტრაპაიძე. ფორუმის დასასრულს მონაწილეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ხელმომწერები მხარს უჭერენ ინიციატივას, რომ სახელმწიფო, ბიზნეს, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა „საქართველოში საგადასახადო დავების გადაწყვეტის ინსტიტუტიცური მოწყობის ისეთი მოდელის შესაქმენლად, რომელიც დანერგავს საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკას და გააძლიერებს კანონის მმართველობას ქვეყანაში".