თბილისი. „დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი" და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები „ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა", „კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა" განცხადებას ავრცელებენ.
„... საქართველო მოუმზადებელი ხვდება საფრთხეებს, რომელიც შეიძლება დაემუქროს ჩვენს ქვეყანას, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ინტერვენციით და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობით. საქართველო არ აცხადებს მზადყოფნას გაუმკლავდეს რიგ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ სამხედრო ძალის მობილიზებას რეგიონში. საქართველოს მთავრობა გაურბის პასუხისმგებლობას გამოუცხადოს თანადგომა მოკავშირე სახელმწიფოებს...", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ncdd.ge