en
ge

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება

თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმამ გაავრცელა განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული ევროპული სახელმწიფოს - უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ აგრესიას", ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებას ხმა აღიმაღლონ და ყველა არსებული შესაძლებლობა გამოიყენონ, რათა შეჩერდეს სუვერენულ უკრაინაში „რუსეთის მიერ დაგეგმილი ფართო მასშტაბიანი ინტერვენციისა და მისი შემდგომი ოკუპაციის, ასევე, მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ანექსიის მცდელობა".
წყარო: 42–ე მუხლის ვებგვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)