en
ge

ახალციხეში ნარკომანიის შესახებ იმსჯელეს

სამცხე–ჯავახეთი. 12 მარტს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია ,,ტოლერანტის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე და ეფექტურ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოსწავლეები, სტუდენტები, იურისტები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ასოციაცია „ტოლერანტის" ხელმძღვანელის ცირა მესხიშვილის აზრით, ბოლო პერიოდში წინ წამოიწია ნარკომანიის დეკრიმინალიზაციის საკითხებმა. თუმცა ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანი საზოგადოებამ უნდა გადაარჩინოს, მხოლოდ კანონის გამკაცრება ამას ვერ უშველის.
შეხვედრაზე რეკომენდაციებიც შეიმუშავეს: რა გზებით უნდა ებრძოლოს საზოგადოება ნარკომანიას და როგორ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდების სხვადასხვა საქმიანობაში ჩაბმა, სოციალური პროექტების დაფინანსება, სკოლაში ფსიქოლოგის სამსახურის დაშვება – ამ საკითხებზე შეჯერდნენ შეხვედრის მონაწილეები.
შეხვედრა „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში" პროექტის ფარგლებში გაიმართა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)