en
ge

„მწვანე ალტერნატივის“ მიმართვა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს

თბილისი. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოუწოდებს „არ დაარღვიოს კანონი და არ განიხილოს RMG Gold-ის უკანონო მოთხოვნა".
ორგანიზაციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „2014 წლის 14 იანვარს RMG Gold-მა საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და მოითხოვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც RMG Gold-ს არ მიეცა საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე მოპოვებითი სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის კანცელარია დღემდე არ აქვეყნებს ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა, როგორც მწვანალტერნატივასთვის გახდა ცნობილი, საკითხი განსახილველად კვლავ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაუბრუნდა. მწვანე ალტერნატივა აცხადებს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არაა უფლებამოსილი, არათუ დააკმაყოფილოს RMG Gold-ის მოთხოვნა კარიერის დამუშავებისა და მოპოვებითი სამუშაოების დასაწყებად დადებითი დასკვნის გაცემის თაობაზე, არამედ საკითხის განხილვითაც კი, სამინისტრო დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს..."
სრულად
წყარო: greenalt.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)