en
ge

არბიტრაჟის სისტემის განვითარებისადმი მიძღვნილი კონფერენცია

თბილისი. 11 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გამართა არბიტრაჟის სისტემის განვითარებისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორიო იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებმა და წამყვანმა საერთაშორისო არბიტრებმა. ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა" და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. კონფერენციას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ბატონი ჰანს ჰორბახი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათია მიქელაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი გოჩა ლორთქიფანიძეც ესწრებოდნენ. კონფერენციის სპეციალური მომხსენებელი იყო ბატონი ბრუკს დეილი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივნის მოადგილეა.
კონფერენციაზე მოხდა „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის" ფარგლებში შექმნილი საარბიტრაჟო ინსტიტუტის „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის" პრეზენტაცია. კონფერენციის მეორე ნაწილში წამყვანმა საერთაშორისო და ადგილობრივმა სპეციალისტებმა არბიტრაჟის ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები განიხილეს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023