თბილისი. კამპანიის „ეს შენ გეხება" მონაწილე ორგანიზაციები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლევანიზორიას განცხადებაზე პასუხობენ. „უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება" წამოიწყო. .. კამპანიის დაწყებისთანავე შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები გამოვეხმაურეთ, მინისტრის აღნიშნულ განცხადებას და მზადყოფნა გამოვთქვით უწყების ხელმძღვანელ პირებთან შესახვედრად... სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არ ისურვეს აღნიშნული საკითხების სამუშაო ფორმატში განხილვა და არგუმენტირებული პოზიციების დაფიქსირება კანონპროექტის პრინციპებსა და კონკრეტულ მუხლებზე. ამის ნაცვლად, ყველასთვის მოულოდნელად, მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას მხრიდან გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდებები კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ", ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში, რომლითაც მინისტრის მოადგილეს დასმულ საკითხზე დეტალურად პასუხობენ.
წყარო: კამპანიის ვებგვერდი
სოციალურ ქსელში