შიდა ქართლი. 14 მარტს, ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა", გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,მცირე და საშუალო ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის თემეტიკა იყო: საგადასახადო კონტროლი, საგადასახადო შემოწმება, საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები და საგადასახადო დავის წარმოება.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნული საკითხების ირგვლივ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ აღუთქვეს დახმარება ბიზნესის სფეროში დაკავებულ მოქალაქეებს მათთვის მიმართვის შემთხვევაში.
ღონისძიება გაიმართა პროექტის – „მცირე და საშუალო ბიზნეს მესაკუთრეთა ნდობის ხარისხის ამაღლება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ" ფარგლებში.