en
ge

სტუმრად საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრში

თბილისი. 12 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის "ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისთვის" პროექტის მონაწილე 20-მდე სტუდენტი ახალქალაქიდან და თბილისიდან საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ეწვია.
სტუდენტებმა თავად გამოთქვეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი, რომ დეტალურად გაცნობოდნენ საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებს.
სტუდენტებს უმაპინძლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა . მან ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირის ალიანსების შექმნის საჭიროებაზე, ამ ორგანიზაციების პრინციპებზე, წესდებაზე, სტრუქტურაზე, წევრებზე, ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების პროცედურებზე, ნატოს გენერალური მდივნის უფლებებზე, ალიანსების თანამედროვე გამოწვევებზე - კიბერუსაფრთხოებასა და ტერორიზმზე და სხვ.
წყარო:osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)