en
ge

საია საყდრისი–ყაჩაღიანის შესახებ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საყდრისი–ყაჩაღიანის თაობაზე კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყეტილებას ეხმაურება. 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ „RMG Gold”-ისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემულ ნებართვას გამოეხმაურა და სამინისტროს მიერ მიღებულ აღნიშნულ გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა.
ორგანიზაციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მიიღო, რომელმაც დაადგინა, რომ „საყდრისი-ყაჩაღიანი უძველესი ოქროს მაღარო არ არის. .. საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რომელი კვლევით იხელმძღვანელა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღების დროს. უცნობია კვლევის შინაარსიც. როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საერთაშორისო ექპერტთა დასკვნის არარსებობის პირობებში, მაშინ როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იზიარებდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს რეკომენდაციას საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ საერთაშორისო ექპსერტთა დასკვნის აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებას მხარს უჭერდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. ამ დროისათვის სრულიად გაუგებარია, თუ რამ გამოწვია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოზიციის ცვლილება. .."
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)