en
ge

წინასაარჩევნო ინიციატივა: გაიცანით თქვენი კანდიდატები

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" შექმნა ახალი ვიკი ვებგვერდი: transparency.ge/candidates, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, შეიტყონ მეტი იმ პოლიტიკოსების შესახებ, რომლებიც 1 ოქტომბერს 73 ოლქში მაჟორიტარის მანდატების მოპოვებას შეეცდებიან. ვებგვერდის მიზანია მომხმარებელს ხელი შეუწყოს კონკურენტი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.კანდიდატებისთვის ვებგვერდზე შექმნილია ინდივიდუალური გვერდები, რომლებიც დაჯგუფებულია ოლქებისა და რეგიონების მიხედვით. ზოგიერთი პროფილი უკვე შევსებულია ინფორმაციით. ვიკის ფორმატის გამო, მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე დაამატოს პოლიტიკოსების ბიოგრაფიული მონაცემები, შეიტანოს ცვლილებები, გაამდიდროს პროფილები საინტერესო დეტალებით და შევიდეს დისკუსიაში სხვა მოქალაქეებთან. სწორედ ამ მიზეზის გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" არ იღებს პასუხისმგებლობას ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე. როგორც იდეის ფასილიტატორი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" იტოვებს უფლებას, წაშალოს არაეთიკური კომენტარები და ინფორმაცია, რომელიც დადასტურდება, როგორც მცდარი.
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)