en
ge

„ელკანას“ წარმომადგენლებმა ახმეტაში ფერმერებთან შეხვედრა გამართეს

კახეთი. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, ორგანიზაცია „ელკანას'' წარმომადგენლები, კოოპერატიული მეურნეობის შექმნით დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" – ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებს.
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერთა ჯგუფების/ კოოპერატივების წარმოების პროდუქტიულობისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების და ეროვნულ/საექსპორტო ბაზარზე წვდომას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მიმდინარე წელს, ზაფხულის პერიოდში კონკურსის ფარგლებში გამოცხადდება საგრანტო კონკურსი კოოპერატივებისთვის.
„ელკანას" წარმომადგენლების თქმით, კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდება სამი კოოპერატივი 50 000 ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტით. კოოპერატივმა უნდა უზრუნველყოს პროექტის საერთო ღირებულების მინიმუმ 25%-იანი თანადაფინანსება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023