en
ge

კამპანია „ ეს შენ გეხებას“ პრეზენტაცია ბათუმსა და ქუთაისში

14 მარტს, კამპანიის „ეს შენ გეხებას" პრეზენტაციები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში. კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციებმა ადგილობრივ მოსახლეობას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს კამპანიის შესახებ ინფორმაცია და ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც განახლდა იგი.
როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ქუთაისის ოფისის კოორდინატორი თამარ ჭარბაძე ამბობს, მათი მიზანია ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნონ გეგმები კამპანიის ფარგლებში. „ჩვენი მიზანია, მოვუწოდოთ თანამშრომლობისკენ და რაც მთავარია, მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს დროულად განახორციელოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას იმგვარად, რომ დაცული იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსი და თავისუფალი ვიყოთ პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევებისგან,"- აღნიშნა ჭარბაძემ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)