ქვემო ქართლი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" დახმარებით მარნეულში მცხოვრები დევნილები ამხანაგობების შესახებ კანონმდებლობას, მის ფუნქციებსა და მიზნებს ეცნობიან და ამხანაგობის მართვას სწავლობენ. ტრენინგის პირველი ნაწილი უკვე დასრულდა.
მარნეულის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილები ტრენინგის ფარგლებში სწავლობენ, როგორ ხდება ჩასახლების პრობლემების გამოვლენა, როგორ ხდება მმართველი გუნდის ფორმირება, რა შეუძლია ამხანაგობას. ამ ყველაფრის შესაძლებლობას კი პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნა-განვითარება" იძლევა.
მსგავსი ტრენინგები ასევე ტარდება ქარელის, ქუთაისის, ზესტაფონის და წყალტუბოს დევნილთა ჩასახლებებში. ცენტრი „აფხაზეთის" დახმარებით 41 ამხანაგობა უკვე შექმნილია და მუშაობს სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში