სამეგრელო. 17 მარტს, სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის ინიციატივით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებისა და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მასში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
განხილვა გაიმართა პროექტის „წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგის" ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში