თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. საია „საადვოკატო დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევს. მას ყოველგვარი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე, ექვსი მცდელობის მიუხედავად არ მიეცა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა, რითაც შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების უფლება.
2014 წლის 17 მარტს საიხან მუზაევმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციისათვის მისთვის საზღვრის გადაკვეთაში ხელშეშლის აღკვეთა და მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში