შიდა ქართლი. 15 მარტს საზოგადოება „ბილიკში" მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე შიდა ქართლის იმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც სტაჟირებას გადიან მედიასკოლაში და ეუფლებიან სატელევიზიო, რადიო და საგაზეთო ჟურნალისტიკას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რადიო „თავისუფლების" ჟურნალისტი გოგა აფციაური, ტელეკომპანია „თრიალეთის" ჟურნალისტი ნინო ბოლაშვილი და საზოგადოება „ბილიკს" წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ზვიად ქორიძემ ისაუბრა ჟურნალისტიკის ეთიკაზე, საზოგადოების, როგორც დამკვეთის ვალდებულებაზე, საზოგადოებისა და მედიის ურთიერთობასა და ნდობის მოპოვებაზე, ჟურნალისტურ გამოწვევებზე, პირველ მედია გამოცემებზე. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა - მომავალ ჟურნალისტებს კითხვაზე თუ რას ურჩევდა დამწყებ ჟურნალისტებს, უპასუხა: „ჟურნალისტი სწორად უნდა გრძნობდეს დაიცვას ეთიკა, უნდა ჰქონდეს შინაგანი განწყობა და ვალდებულება, საზოგადოება გახადოს სწორად ინფორმირებული, არ დაკარგოთ კონტაქტი აუდიტორიასთან. ასეთი ჟურნალისტი იქნება წარმატებული და ექნება საზოგადოების ნდობა".