იმერეთი. 16 მარტს, კლუბ „თაობათა დიალოგის" ქუთაისის ახალგაზრდულ პარლამენტში პირველი საკომიტეტო მოსმენა გაიმართა. პარლამენტში არსებულმა სამივე ფრაქციამ კომიტეტზე თავიანთი შემუშავებული რეზოლუციები გამოიტანეს. საკითხი ეხება „შშმ პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა ქალაქ ქუთაისში".
პირველი მოსმენა წარმატებით გადალახა სამივე ფრაქციის რეზოლუციამ და უკვე აღნიშნულ რეზოლუციას მეორე საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ.
მეორე საკომიტეტო მოსმენა 18 მარტს გაიმართება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში