en
ge

„საია პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას... გაუმართლებლად მიიჩნევს“

თბილისი. საია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლები არაკონსტიტუციურად არის შეფასებული".
საია უარყოფითად აფასებს ინიციატივას არაკონსტიტუციურობის მოტივით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნეს იმგვარი ცვლილებები, რაც პროკურატურას უფლებას მისცემს, დეპუტატის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა პარლამენტის თანხმობის გარეშე.
ორგანიზაცია ასევე არ ეთანხმება „პარლამენტის თავმჯდომარის განხცხადებას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აბსოლუტურ იმუნიტეტს ანიჭებს დეპუტატს. აბსოლუტური არ შეიძლება ეწოდოს იმუნიტეტს, რომლის მოხსნაც შესაძლებელია პარლამენტის თანხმობით. ამასთან, გასათვალისწინებელია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს მოცემული საკითხის მარეგულირებელი ცალკეული რეგულაციები. შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება პარლამენტის ძალისხმევა ამ რეგულაციების ნათლად დადგენისკენ იქნეს მიმართული და არა დეპუტატის დაცვის მაღალი სტანდარტის შემცველი ნორმების გაუქმებისკენ", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)