თბილისი.18 მარტს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან ერთად გამართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის შემუშავება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა უფლებების უკეთ დასაცავად.
შეხვედრას ესწრებოდნენ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
შეხვედრის პირველ ნაწილში განიხილულ იყო შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენის დროს.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო შშმ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ქალთა ძალადობისაგან დაცვის საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის გამოწვევებზე და დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში