en
ge

ტრენინგი ლიდერობის უნარ-ჩვევებზე პროექტის „ლიდერთა აკადემია“ ფარგლებში

იმერეთი.14-16 სექტემბერს პროექტის – „ლიდერთა აკადემია" – ფარგლებში, რომელსაც პოლონური ორგანიზაცია „ფონდი მდგრადი განვითარებისათვის" ახორციელებს ტყიბულის განვითარების ფონდთან, ასოციაცია CENN-თან, „ელკანასთან" და შავი ზღვის ეკო-აკადემიასთან თანამშრომლობით, ჩატარდა  ტრენინგი ლიდერობის უნარ-ჩვევებზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში.
ტრენინგს ესწრებოდნენ  ზემოთ აღნიშნული პროექტის ბენეფიციარები ქედის, ამბროლაურის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან.  ტრენინგის მიზანს მონაწილეებისათვის ლიდერობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება წარმოადგენდა. ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმო საპილოტე პროექტების მონახაზის განხილვას, რომელსაც ბენეფიციარები განახორციელებენ ადგილზე პროექტის „ლიდერთა აკადემია" ფარგლებში.
ტრენინგი  ელკანას, CENN, BSEA-დან  და თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრიდან მოწვეული ექსპერტების მიერ ჩატარდა.
პროექტის მომდევნო ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაემგზავრებიან პოლონეთში სასწავლო ვიზიტით და შეხვდებიან ლიდერებს ადგილობრივ დონეზე.
პროექტი „ლიდერთა აკადემია" ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების 2012 პროგრამის დაფინანსებით, პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერა".
წყარო: cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)