en
ge

განცხადება აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზებასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზებასთან დაკავშირებულ გამოძიებას გამოეხმაურა. „მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აგრარული უნივერსიტეტის საქმე გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. აუცილებელია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე და არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ გამოძიება პოლიტიკური მოტივაციით მოქმედებს. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, განუხრელად დაიცვას კანონი და უზრუნველყოს კანონის უზენაესობის პრინციპის მოქმედება ყველა პირის მიმართ მათი პოლიტიკური შეხედულებისა თუ სტატუსის მიუხედავად და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს ინვესტორების კანონიერი ინტერესების დაცვა", ნათქვამია ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, საკითხის მაღალი აქტუალობიდან გამომდინარე, ყურადღებით მიადევნებს თვალს მიმდინარე პროცესს.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)