en
ge

არასამთავრობოების განცხადება „თი–ვი ემ–არ საქართველოს“ შესახებ

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს „თი–ვი ემ–არ საქართველოს" შესახებ, რომელსაც შემოსავლების სამსახური ამოწმებს. კომპანია საქართველოში ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია და საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს იკვლევს.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ „შემოსავლების სამსახური კომპანიისგან კვლევაში მონაწილე 330 ოჯახის მისამართების გამჟღავნებას ითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ, ზოგადად, სარეკლამო და სამაუწყებლო სექტორის განვითარებას.... მას შემდეგ, რაც აუდიტორების მოთხოვნებს არ დაემორჩილა, „თი-ვი ემ-არი” 800 ლარით დაჯარიმდა".
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ შემოსავლების სამსახურმა „არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი სარეკლამო ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ, პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი მედიაგარემოს არსებობას უზრუნველყოფს. ხისტმა მიდგომამ შესაძლოა შემოსავლების სამსახურის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმისადმი ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს".
სრულად
წყარო:transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023