თბილისი. ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს" ინიციატივით, გამოვიდა ახალი წიგნი, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ ხედავენ თანამედროვე ქართველი მწერლები ადამიანებს, რომლებიც სამედინიცო ჩანაწერებში მოიხსენიებიან აივ–დადებით, აუტისტ, წამალდამოკიდებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად. ცხრა ქართველი მწერალი ტექსტებზე მუშაობის პროცესში შეხვდა როგორც მსგავსი განსაკუთრებული საჭიროების ადამიანებს, ასევე, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ინფექციონისტებსა და ადამიანის უფლებების დამცველებს. ცხრა ქართველი მწერლის კრებული, სახელწოდებით „კარი გამიღე" უკვე lit.ge-ზე განთავსდა.
წყარო: lit.ge