კამპანია „ეს შენ გეხება–ისევ გვისმენენ" გრძელდება. კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა კამპანიის შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციები გამართეს. ასევე, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მაჟორიტარი დეპუტატების სახელზე, რომლითაც მოქალაქეები საკუთარი წარმომადგენლებისგან საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერას მოითხოვენ. აქტივობები უკვე გაიმართა ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, თელავში, ბათუმსა და ოზურგეთში.
წყარო: ეს შენ გეხება, გვერდი სოციალურ ქსელში