თბილისი. 17 მარტს „აისში” ჩატარდა ლექცია „ტოპოგრაფია – რუკის კითხვა”. კურსანტები გაეცნენ ტოპოგრაფიის ზოგად პრინციპებსა და რუკასთან მუშაობის წესებს. შესაძლებლობის ფარგლებში აეხსნათ რუკის საშუალებით მოძრაობისა და ორიენტირების გამოყენების პრაქტიკული წესები, რელიეფის მახასიათებლები, რუკის პირობით ნიშნები, გარე გაფორმება, ჰორიზონტალები, მასშტაბი და ა.შ. შემდეგ შაბათს და კვირას მოეწყობა პრაქტიკული მეცადინეობა, სადაც შეფასდება კურსანტების შესაძლებლობები რუკით გადაადგილებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში