en
ge

სოფელ არგოხში ახალი პროექტი იწყება

კახეთი. ახმეტაში, სოფელ არგოხში, არასამთავრობო ორგანიზაციამ ETHIK FINANCE - ის ორგანიზებით გაიმართა ახალი პროექტის - ,,სოციალურ-პედაგოგიური, ახალგაზრდული პროექტის" პრეზენტაცია.
პროექტის კოორდინატორი ნინო ღანიშაშვილი: ,,პროექტის მიზანია მოსწავლეებს და სოფლის ახალგაზრდებს, რომლებიც სასწავლო დაწესებულებაში აღარ დადიან, კონკრეტული პროექტის მაგალითზე მისცეს საშუალება შეიძინონ მეწარმის უნარ-ჩვევები".
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებისათვის დაგეგმილია სემინარები და საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც დაგეგმარების, გაყიდვის სტრატეგიის, კომპიუტერული პროგრამების შესწავლის, ასევე მცენარეთა პროდუქტების წარმოების და გარემოს დაცვის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში იგეგმება მცენარეთა პროდუქტების საწარმოს ჩამოყალიბება, რომელიც უშუალოდ სოფლის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების თანამონაწილეობით მოხდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)