en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას, თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მიმართავენ. „13 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გაავრცელა განცხადება, ... კომისიის განცხადება ჩვენ იმედს გვიტოვებდა, რომ შვიდი მუნიციპალიტეტის „ქალაქად" და „სოფლად" მექანიკური დაყოფის გადაწყვეტილება არ იყო საბოლოო და ხელისუფლებას მართლაც სურდა, მოესმინა სამოქალაქო საზოგადოების აზრი. ...გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ჩნდება ეჭვი, რომ სამთავრობო კომისია პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს და არ სურს ალტერნატიული ხედვების მოსმენა". განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ „რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ სასწრაფოდ განაახლოს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც განხილული იქნება ჩვენს მიერ წარდგენილი ალტერნატიული წინადადებებიც".
სრულად
წყარო:www.lsg.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023