en
ge

ქართული ტელევიზიების თვისებრივი მონიტოინგის შედეგები

თბილისი. 21 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და „მემო 98"–მა 18–19–20 სექტემბრის ქართული ტელევიზიების მონიტორინგის შედეგები წარადგინეს. მონიტორები იკვლევდნენ, თუ როგორ აშუქებდნენ ტელევიზიები (საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი", „რუსთავი 2", „რეალტივი", „კავკასია", „მეცხრე არხი" და „მაესტრო") ქართულ ციხეებში პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. კვლევა ორი ტიპის გადაცემებზე მიმდინარეობდა: საინფორმაციო გამოშვებებსა და პოლიტიკურ თოქ–შოუბზე. 
გარდა ამისა, ორგანიზაციამ შეხვედრაზე წარადგინა მედია მონიტორიგნის მესამე შუალედური ანგარიში, რომელიც მოიცავს ტელევიზიების თვისებრივი კვლევის შედეგებს 13-26 აგვისტოს პერდიოში.  მონიტორინგის მიზანია დეტალურად გამოავლინოს, როგორ შუქდება სხვადასხვა თემები წინასაარჩენო პერიოდში ტელეეთერით. მონიტორინგის ფარგლებში მონიტორები აკვრიდებიან 11 ტელევიზიის საუკეთესო საეთერო დროს. ეს ტელევიზიებია: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, მეცხრე არხი, რეალ ტვ, 25-ე არხი, აჭარის ტელევიზია, ტვ რიონი და მეგა ტვ.
მონიტორინგი ხორციელდება პროექტის – „მედია გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის" ფარგლებში, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით
მედია მონიტორიგნის მესამე შუალედური ანგარიში (13  - 26 აგვისტო)

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023