en
ge

ახალგაზრდების მსვლელობა ქუთაისში

იმერეთი. 21 მარტს ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის ახალგაზრდულმა ცენტრმა ქართული სუბტიტრები დაურთო იტალიის დაუნის ეროვნული ცენტრის მიერ გადაღებული ვიდეოს, ასევე მოამზადა ბროშურები. ახალგაზრდებმა ქალაქის ცენტრალურ უბნებში მსვლელობა მოეწყო. აქცია მიზნად ისახავდა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას და საზოგადოების ინფორმირებას.
ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა სემინარს დაუნის სინდრომის თემაზე, რომელსაც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, ნატო ქობულაძე უძღვებოდა.
ღონისძიებები გაიმართა„საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)