en
ge

ახალციხეში საგადასახადო პრობლემები განიხილეს

სამცხე-ჯავახეთი. 21 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტებმა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემა საგადასახადო პრობლემები იყო და მას ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საგადასახადო კონტროლი, საგადასახადო შემოწმება, საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა - საუბარი ძირითადად ამ საკითხებს შეეხო. შეხვედრის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებში საგადასახადო კანონმდებლობის კუთხით ცოდნის ამაღლება და მათი ხედვების და შენიშვნების ორგანიზაციის რეკომენდაციებში ასახვაა.
მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა აჭარაში, შიდა ქართლსა და სვანეთში. მას შემდეგ, რაც დისკუსიები საქართველოს დანარჩენ კუთხეებშიც გაიმართება, ორგანიზაცია რეკომენდაციებს შეიმუშავებს და განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)